აჭარის ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილის, ნონა ეფაძის ინფორმაციის, ბათუმში 24 კოვიდინფიცირებული ორსული მკურნალობს.
როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისივე ცნობით, ბათუმის კლინიკებში 480 პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროებში - 660.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 643 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა. 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში გამოვლინდა.