logo
ENG



ექიმები გამორიცხავენ, რომ ჩინეთიდან დაბრუნებულ გოგოს კორონავირუსი ჰქონდეს

28 იან 202020:39
3 წუთის საკითხავი
 

მომაკვდინებელი ვირუსზე ეჭვით დღეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ათი თვის ბავშვი მიიყვანეს, ეპიდემიოლოგებმა შეამოწმეს კახეთში ჩინეთიდან დაბრუნებული 23 წლის გოგოც.  რა ტიპის ვირუსი აქვთ პაციენტებს ჯერ უცნობია,  თუმცა ექიმები კორონავირუსს კატეგორიულად გამორიცხავენ. 

საქართველო კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეშ არის - ეს განცხადება „ავერსის" კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსმა თამარ ოგბაიძემ გააკეთა. მისი თქმით, ბოლო ორ დღეში კორონავირუსის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა და, შესაბამისად, გაზრდილია ვირუსის გავრცელების რისკები. 

ოგბაიძის განცხადებას არ ეთანხმება დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ რისკის ქვეშ ყველა ქვეყანაა, თუმცა, გავრცელებული ვირუსი ამ ეტაპზე  ლოკალურ საფრთხედ ითვლება

ამ დროისთვის ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები დროებით შეწყვეტილია. საქართველოს მთავრობა კი უჰანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის გეგმაზე პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მუშაობს. ამის შესახებ დღეს პარლამენტში შეხვედრაც გაიმართა. სურვილის შემთხვევაში, უჰანში მყოფ საქართველოს 5 მოქალაქეს ჩინეთის დატოვებაში დაეხმარებიან. 

ბოლო ინფორმაციით ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 106-მდე გაიზარდა. დაინფიცირებულთა რიცხვი კი - 4 515 ია. ჩინეთის გარდა ვირუსის შემთხვევები 10 ქვეყანაში გამოავლინეს, ბოლო შემთხვევა გერმანიაში დაფიქსირდა.


close დახურვა