logo
ENG



ექიმი: ბაგებში, სროლის დროს დაჭრილი ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

03 ივნ 202022:39
3 წუთის საკითხავი
 

ბაგებში, სროლის დროს დაჭრილი ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ განცხადებას ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი, ნიკოლოზ ფერაძე აკეთებს.

მისი განცხადებით, ერთს ცეცხლსასროლი ჭრილობა მარჯვენა ქვედა კიდურში, ხოლო მეორეს მარცხნივ ბარძაყის უკანა ზედაპირზე საშუალო ზომის ჭრილობა აღენიშნებოდა.

„სასწრაფო დახმარების მიერ შემოყვანილ იქნა ორი საშუალო ასაკის მამაკაცი. ერთს აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი ჭრილობა მარჯვენა ქვედა კიდურში, მცირე ძვლის დაზიანებით და აყვანილ იქნა საოპერაციოში ქირურგიული ჩარევის მიზნით. მეორე პაციენტს რაც შეეხება, მას აღენიშნებოდა მარცხნივ ბარძაყის უკანა ზედაპირზე საშუალო ზომის ჭრილობა. მასაც ჩაუტარდება ოპერაციული მკურნალობა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ექიმმა.

„ფორმულას“ ინფორმაციით სროლის დროს ორი მამაკაცი დაიჭრა, მათგან ერთი 26 ხოლო მეორე 43 წლის. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან სროლა იყო. მოქალაქეების თქმით, სროლის ხმა რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმოდა. 

 


close დახურვა