logo
ENG



სროლა ბაგებში

03 ივნ 202020:02
3 წუთის საკითხავი
 

ცოტა ხნის წინ ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან სროლა იყო.

ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. 

ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება რა ხდება ტერიტორიაზე, თუმცა მოქალაქეების მიერ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით ტერიტორიაზე სროლა იყო. 

საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს გზის სავალი ნაწილი აქვთ გადაკეტილი. ისინი ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ.

ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და მის შიგნით გადაადგილება აკრძალულია. 

მოქალაქეების თქმით, სროლის ხმა რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს. მათი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება. 

 


close დახურვა