logo
ENG



ექიმი: მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ ის არ წავა გლდანის ციხის საავადმყოფოში

21 ოქტ 202120:14
3 წუთის საკითხავი
 
ექიმი: მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ ის არ წავა გლდანის ციხის საავადმყოფოში

პირადი ექიმი აცხადებს, რომ მიხეულ სააკაშვილი უარს აცხადებს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე. ნიკოლოზ ყიფშიძე ცოტა ხნის წინ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა. 

"მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ ის არ წავა საავადმყოფოში, რომელიც ეკუთვნის გლდანის ციხეს", - უთხრა ექიმმა ჟურნალისტებს. მისივე აღნიშვნით, მანამდე, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მას დაჰპირდა, რომ იმ საავადმყოფოების სიას მიაწვდიდა, რომელშიც სააკაშვილის გადაყვანა იქნებოდა შესაძლებელი. 

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკშვილის ჰოსპიტალიზაცია საჭირო გახდება, მას პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ. 

მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტი კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში იზოლირებული იქნება. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, საჭიროების შემთხვევაში პატიმრის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციას არ ეთანხმებიან.

ადვოკატი ამბობს, რომ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნება.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 21-ე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად რამდენიმე დღის წინ ციხეში ექიმთა ჯგუფი იმყოფებოდა. მათ პრევენციული ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცეს. 

სააკაშვილი მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. 


close დახურვა