![2024/05/08/z9ncjvt2pg2g7gn.jpg](/uploads_script3/articles/2024/05/08/z9ncjvt2pg2g7gn.jpg)
ექიმის თქმით, ენმ-ის წევრს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქალა-ტვინის ტრავმა აღენიშნება და შესაბამისი კვლევები უტარდება.
"შემოყვანილია პაციენტი ქალა-ტვინის ტრავმით. ზოგადი მდგომარეობა საყურადღეობოა. პაციენტს უტარდება კლინიკა-ლაბორატორიული კვლევები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონიტორინგი. რჩება კლინიკაში მკურნალობის ჩასატარებლად", - ამბობს ექიმი ჟურნალისტებთან.
ჩიქოვანს თავს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი დაესხა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის მარტო იმყოფებოდა.