logo
ENG



ექსპერტები კიბერშეტევაზე: რუსეთი აუცილებლად გააქტიურდება და ჩაერევა შიდა საქმეებში

21 თებ 202012:12
3 წუთის საკითხავი
 

ექსპერტები რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ კიბერშეტევას აფასებენ და ამბობენ, რომ ესაა ქვეყნის რეალური საფრთხე. ამიტომ, ხელისუფლებამ სწორედ ამ მიმართულებით უნდ აიმუშავოს და ყველა რესურსი დახარჯოს, რათა პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი თავის აგრესიას ირიბად ან პირდაპირ კვლავ განაგრძობს. მათივე თქმით, მნიშვნელოვანია მმართველმა გუნდმა პარტნიორების გზავნილები რეალურად გააცნობიერონ და გაიაზრონ.

"რუსეთი აუცილებად გააქტიურდება და ჩაერევა მავნე ზეგავლენით საქართველოს შიდა საქმეებში. ხელისუფლებამ კი მთელი რესურსი რეალური მტრისგან მომდინარე საფრთხეების განეიტრალზიებას უნდა მოახმაროს. მეორე  და ასევე მნიშვნლოვანი არის ის რომ არსებებენ თემატური მოკვლევის ჯგუფები, რომელთაც დადეს დასკვნა, რომელიც შესაძლოა ხარვეზიანია, მაგრამ მასში მოცემულია საჭირო რეკომენდაციები. ერთ-ერთი ასეთია საპარლამენტო და აღმასრულებელ დონეზე შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ და  ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ელოდება დამტკიცებას,-აღნიშნა პაატა გაფრინდაშილმა.

აღნიშნულ ფაქტს ოპოზიციაც გამოეხმაურა. "ევროპულ საქათველში" ამბობენ, რომ კიბერთავდასხმის შემთხვევა პირველი არაა და რუსეთი კვლავ განარგძრობს ჩვეულ აგრესიას. ამ მოცემულობაში კი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა მნიშვნელოვანია. 

"არაფერი გასაკვირი არაა იმაში, რომ კიბერშეტევას და ტერიტორიის ხელყოფას ახორციელებს რუსეთი, ეს აქამდეც ყოფილა. ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი პარტნიროების, რომელთაც მყისიერად მისცეს ამას შესაბამისი რეაგირება",-აცხადებს სერგი კაპანაძე. 

შეგახსენებთ, საქართველოს მიმართ ფართომასთაბიანი კიბერშეტევა განხორიცლედა. როგორც ირკვევა ქვეყნის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და მედია საშუალებებზე კიბერშეტევა რუსეთის მიერ განხორციელდა. 


close დახურვა