logo
ENG



ე.წ. მწვანე დერეფნების ამოქმედების შემთხვევაში, იტალია ევროკავშირის დატოვებით იმუქრება 

15 მაი 202009:33
3 წუთის საკითხავი
 

"თუ ე.წ. მწვანე დერეფნის ინიციატივა ძალაში შევა, იტალია ევროკავშირს დატოვებს", - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას არ სურს შეთანხმება, რომელიც ევროკავშირში პრივილეგირებულ ტურისტულ გზებს ქმნის. კონტე მიიჩნევს, რომ ე.წ. დერეფნები ევროკავშირის ერთიანი ბაზრის განადგურებას ნიშნავს.

ე.წ. მწვანე დერეფანი საზღვრების სრულად გახსნამდე, იმ ქვეყნებს აძლევს ტურიზმის აღდგენის საშუალებას, რომელთაც კოვიდ 19-ის შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი აქვთ. 


close დახურვა