logo
ENG



იტალიის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც ქურდობისთვის იძებნებოდა

01 სექ 202414:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/01/yc2x1undunruay2.jpg

იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიის ქალაქ უდინეში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

როგორც ცნობილია, დაკავებულს პარფიუმერიის მაღაზიის ქურდობისთვის 2 წლის განმავლობაში ეძებდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მოქალაქე პარფიუმერული მაღაზიის დაცვამ შემთხვევით ამოიცნო.

ამავე მაღაზიიდან დაკავებულს 700 ევროს ღირებულების პარფიუმერული კოსმეტიკა ჰქონდა მოპარული.


close დახურვა