logo
ENG



ვადიმ დენისენკო: რუსეთმა დონბასში შეტევა დაიწყო

11 აპრ 202211:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/11/ytv2gkpl6p1k1dy.jpg

უკრაინის მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთის აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში თავდასხმა დაიწყო.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ ნაციონალური ტელევიზიის ეთერში განაცხადა: "ჩემი გადმოსახედიდან დიდი შეტევა აღმოსავლეთ რეგიონში უკვე დაიწყო."

"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ იქნება 24 თებერვლის გამეორება, როცა პირველი საჰაერო თავდასხმები და აფეთქებები დაიწყო. რუსები აგრძელებენ თავიანთი ძალებისა და აღჭურვილობის გადანაწილებას დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში. შეიძლება ითქვას, რომ შეტევა უკვე დაწყებულია". - განაცხადა დენისენკომ.


close დახურვა