საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გუშინ, 3 მარტს, მორიგეობისას, კუთვნილი ავტომატური იარაღის გამოყენებით თავი მოიკლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილი სამხედრო საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თავდაცვის სამინისტრო გამოძიების პირველად ინფორმაციასაც ავრცელებს და აცხადებს, რომ თვითმკვლელობა გარდაცვლილის "ოჯახურ პრობლემებს" უკავშირდებოდა.