![2023/07/21/vjs0n01o0oqtx0u.png](/uploads_script3/articles/2023/07/21/vjs0n01o0oqtx0u.png)
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, ვაკის რაიონში, აგარაკის ქუჩაზე რეზერვუარზე ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც ვაკის ნაწილს წყალმომარაგება 10 საათით შეუწყდება.
წყალმომარაგება 11:00 საათიდან 21:00 საათამდე შეიზღუდება.
შეზღუდვები შეეხება ვაკის რაიონში: აგარაკი 1, აგარაკი 2 , ავთო ვარაზის, ლეო კვაჭაძის, კეჭაყმაძის, შუამინდვრის, წმინდა წყლის ქუჩებს.