logo
ENG



ვალერი გელაშვილმა ხაშურში ქართული ოცნების სასარგებლოდ მერობის კანდიდატურა მოხსნა

03 სექ 202114:47
3 წუთის საკითხავი
 

ვალერი გელაშვილმა ხაშურში ქართული ოცნების სასარგებლოდ მერობის კანდიდატურა მოხსნა. გელაშვილი მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო ქართული ოცნების პარტიული სიით.

"ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მივიღე, რომ მიმაჩნია, დღესდღეობით ქართულ პოლიტიკურ ველზე ქართული ოცნების გარდა არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს. ამასთან, პირადად მე არანაირი უთანხმოება არ მაქვს ქართული ოცნების გუნდთან და მსურს, ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება" - წერს გელაშვილი ფეისბუქზე.

როგორც გელაშვილმა ფორმულას უთხრა, მას მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოსთან შეხვედრა ჰქონდა. მისივე თქმით, კანდიდატურის დაყენება პოლიტიკური სვლა იყო, რათა რეიტინგი მოესინჯა.

თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის დანიშნული. ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატად ხაშურში თენგიზ ჩიტიაშვილი წარადგინა.


close დახურვა