logo
ENG



ვანო ზარდიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

12 ნოე 201916:58
3 წუთის საკითხავი
 
2u7naxwdhxi3def.jpg

"ქართული ოცნების" წევრს, ვანო ზარდიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა დღეს მიიღო. პარლამენტში ზარდიაშვილს თემურ გოცირიძე ჩაანაცვლებს. მმართველი გუნდის პროპორციულ სიაში გოცირიძეზე წინ ირაკლი ზარქუაა, თუმცა თბილისის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა პარლამენტის წევრობაზე უარი თქვა. 

შეგახსენებთ, რომ ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი 7 ოქტომბერს განცხადების საფუძველზე დატოვა. როგორც ზარდიაშილმა მაშინ განაცხადა, გადაწყვეტილება მან პირადი სურვილით მიიღო. 


close დახურვა