logo
ENG



ვაჟა სირაძე ვარკეთილის სპეცოპერაციაზე:პიროვნებასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები

05 ივნ 202014:01
3 წუთის საკითხავი
clock 869

ვარკეთილში მიმდინარე სპეცოპერაციას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძეც ესწრება. სირაძე აცხადებს, რომ ვარკეთილში კაცთან, რომელიც უმისამართოდ ისვრის, მოლაპარაკებები დაწყებულია. მისი თქმით, კაცი ნასვამ მდგომარეობაშია და სახლშია ჩაკეტილი.

„ამ ეტაპისთვის, მოგეხსენებათ პიროვნება შეიარაღებულია, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში. არის ჩაკეტილი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, საიდანაც რამდენიმე გასროლა მოახდინა უმისამართოდ. სამართალდაცავი ორგანოების წარმომადგენლები სრულად მობილიზებული არიან პერიმეტრზე, მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია. ამ ეტაპისთვის, მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც პირადად, ასევე სატელეკომუნიკაციო საშუალებებით. დაშავებული არავინაა და კონკრეტულად არავის მიმართ განუხორციელებია გასროლა. ოჯახის წევრები არიან უსაფრთხო მდგომარეობაში, მარტო არის ჩაკეტილი“, - განაცხადა სირაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში შუამთის ქუჩაზე სპეცრაზმი და პოლიციაა მობილიზებული. ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა კაცია ჩაკეტილი. კაცს თან აქვს იარაღი, საიდანაც მან რამდენჯერმე გაისროლა.  


close დახურვა