logo
ENG



ვარკეთილში სპეცრაზმია მობილიზებული-საცხოვრებელი კორპუსიდან სროლის ხმა ისმოდა (განახლებადი)

05 ივნ 202013:19
3 წუთის საკითხავი
clock 2537

16:35 ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულდა, შეიარაღებული პირი პოლიციას ჩაბარდა

15:05 როგორც ცნობილი ხდება, პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა დავით ივანოვია.

14:50-შუამთის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში ცაკეტილი მამაკაცი დავით ივანოვია, რომელსაც პირობითი მსჯავრი უახლოეს მომავალში უმთავრდებოდა და მას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

14:37 - ბინაში ჩაკეტილი მამაკაცი, რომელთანაც მოლაპარაკებები ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს, სავარაუდოდ სანადირო თოფიდან ისვროდა.

14:02-მამაკაცთან, რომელიც ბინაშია ჩაკეტილი, სამართალდამცველებმა მოლაპარაკებები დაიწყეს. პროცესი მიდის როგორც სატელეკომუნიკაციო, ასევე პირადი კონტაქტით. თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა ოჯახის წევრების შეშინების მიზნით გაისროლა.

13:56 შემთხვევის ადგილზე მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ვაჟა სირაძე.

13:30 ტერიტორიაზე შსს-ს მსუბუქი ჯავშანტრანსპორტი მივიდა. ადგილზე კვლავ ისმის სროლის ხმა. პოლიციამ პერიმეტრი გადაკეტა.

13:19 - ვარკეთილში შუამთის ქუჩაზე სპეცრაზმი და პოლიციაა მობილიზებული. როგორც შსს-ში "ფორმულას" განუცხადეს, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა კაცია ჩაკეტილი. კაცს თან აქვს იარაღი, საიდანაც მან რამდენჯერმე გაისროლა.

ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი სახლში მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც კონფლიქტი მოუვიდა ოჯახის წევრებთან. მისი მეუღლე და შვილები ბინაში არ იმყოფებიან.

საცხოვრებელი კორპუსი, სადაც მამაკაცი იმყოფება, პოლიციის შენობიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს.

 


close დახურვა