![m3gl06ihod7t1dw.jpg](/uploads_script3/news/m3gl06ihod7t1dw.jpg)
ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. ბრალდებული ჯერჯერობით დაკავებული არაა.
როგორც თვითმხილველი სოციალურ ქსელში წერს, ქალს ჭრილობა ყელის არეში დანით მიაყენეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრალდებული ქალის ყოფილი ქმარია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.