მოქალაქეთა ნაწილი გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ცდილობს, სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ. მოქალაქეები ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ.
დაზარალებულები მთავრობის წარმომადგენლების ადგილზე მისვლას ითხოვენ. თუმცა, ამ დრომდე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ტერიტორიაზე არ მისულან. ერთ-ერთი დაზარალებული შეუძლოდ გახდა. თუმცა, მათ ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
დაზარალებულები ფინანსურ ვალდებულებებზე საუბრობენ.
„დავიღუპეთ შვილო. 14 წლის წინ ბინა დამენგრა. ქალაქელი ლტოლვილი ვარ, არაფერი დახმარება არ მაქვს. ამით 6 სულს ვინახავდი. ვისი იმედი უნდა გვქონდეს, ჯერ არავინ შემოსულა და არაფერი უკითხავთ, რა გჭირთ ხალხოო“, - აცხადებს დაზარალებული.
რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს - მოვაჭრეთა ნაწილი ფიქრობს, რომ ის სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია. დაზარალებულთა ნაწილს კი მიაჩნია, რომ სარემონტო სამუშაოები ხანძარს ვერ გამოიწვევდა, რადგან ცეცხლის გაჩენის დროს შენობაში არავინ იყო. კიდევ ერთ მიზეზად სახელდება ელექტროსადენების არასწორი გაყვანილობა.
„შეგვიშვან შიგნით, როგორც ყველა ბაზარი დაიწვა, ისე ხომ არ დაიწვა ესეც, ამას ვნერვიულობთ ჩვენ. აცხადებს დაზარალებული“, - განაცხადა დაზარალებულმა.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი გვიან ღამით ვარკეთილში შერეული ტიპის ბაზრობაზე გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებს, რომ მერია მოვაჭრეებს გვერდით დაუდგება.