logo
ENG



ვარკეთილში ხანძრის შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

16 ივნ 202009:41
3 წუთის საკითხავი
 

ვარკეთილში ხანძრის შედეგად შუახნის ქალი დაშავდა, რომელმაც უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება. ქალს ქვედა კიდურის მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდა.  ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგოამრეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც ექიმმა გიორგი აფციაურმა განაცხადა, დაშავებული სტაციოანლურ მკურნალობას არ საჭიროებდა.

„სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა ჩვენთან ქალბატონი, რომელსაც აღენიშნებოდა მარჯვენა ქვედა კიდურის ღრძობა-დაჭიმულობა დამწვრობა ქალაბტონს არ აღენიშნებოდა. შესაბამისი დახმარების შემდეგ, პაციენტი გაეწერა ბინაზე. პაციენტის მდგომარეობა არ შეესაბამებოდა სტაციონალურ მკურნალობას“, - განაცხადა აფციაურმა. 

შეგახსენებთ, რომ ხანძარი გვიან ღამით ვარკეთილში შერეული ტიპის ბაზრობაზე გაჩნდა.  ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებს, რომ მერია მოვაჭრეებს გვერდით დაუდგება.


close დახურვა