logo
ENG



ვარშავაში ჯო ბაიდენი უკრაინელ მინისტრებს შეხვდა

26 მარ 202216:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/26/0f1ml23xxhl1scl.jpg

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვარშავაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი.

"პირველი შეხვედრა 2+2-ის ფორმატში. განვიხილავთ მიმდინარე საკითხებსა და პოლიტიკურ და თავდაცვით სფეროებში აშშ-სა და უკრაინას შორის თანამშრომლობას. საღამოს დავესწრებით აშშ-ს პრეზიდენტის გამოსვლას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე", - წერს თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვი.


close დახურვა