ვაქცინაციის პორტალი Booking.moh.gov.ge, რომელიც გუშინ მთელი დღის განმავლობაში გათიშული იყო, ჩაირთო, თუმცა ამ დროისთვის კვლავ შეფერხებით მუშაობს.
საიტის სრულად აღდგენის შემდეგ მოქალაქეებს დარეგისტრირება სინოფარმის, სინოვაკის და ასტრაზენეკას ვაქცინებზე შეეძლებათ.
საიტის გათიშვის მიზეზად ჯანდაცვის სამინისტრომ კიბერშეტევა დაასახელა.
ამასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - სსკ-ის 285-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება) და 286-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა).
2 ივლისს საქართველოში სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინების 1 მილიონი დოზა შემოვიდა. სინოფარმზე რეგისტრაცია 3 ივლისს, 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.