logo
ENG



ვაქცინაციის ცენტრები, სადაც წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრებით - სია

20 აგვ 202117:54
3 წუთის საკითხავი
 
ვაქცინაციის ცენტრები, სადაც წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრებით - სია

ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს ვაქცინაციის იმ ცენტრების ჩამონათვალს, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ, პირდაპირ, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მივიდნენ და კორონავიურსზე აიცრან. 

საქართველოს მასშტაბით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები გაიხსნა შემდეგ სივრცეებში:

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტის პირველი კორპუსის სივრცე (ვაჟა-ფშაველას გამზირი 33) - ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 09:00-დან 20:00-მდე;
  • ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი (სააკაძის მოედანი, კოსტავას ქუჩა 77) - ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00- მდე შესვენების გარეშე;
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) (წინანდლის ქუჩა 19) - ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 სთ-მდე შესვენების გარეშე;
  •  ექსპრეს მედიქალ სერვისი  თბილისის ზღვის პლაზა ჰუალინგი (ჯუმბერ ლეჟავას ქუჩა 22) - ვაქცინაცია შესაძლებელია: ასტრაზენეკათი, ფაიზერით, სინოფარმითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-სთ-დან 17:30-მდე;
  • სავაჭრო ცენრი "ლილო მოლი" (კახეთის გზატკეცილი 112) - ვაქცინაცია შესაძლებელია სინოფარმის ვაქცინით.  ცენტრი მუშაობს 10:00-დან 16:00-მდე, შესვენება 13:00-14:00;
  • მცხეთის სამედიცინო ცენტრის ვაქცინაციის სივრცე მცხეთის  სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში (სამხედროს ქუჩა 9) - ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით  10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე;
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა  32/35) - ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერით, სინოვაკითა და სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 17:00-მდე, შესვენების გარეშე;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (რუსთაველის ქუჩა 89) - ვაქცინაცია შესაძლებელია: სინოფარმითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე.

20 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში 900 ათასზე მეტი აცრა ჩატარდა, სრულად ვაქცინირებული კი 266 ათასი ადამიანია. დღეიდან, კორონავირუსის წინააღმდეგ აცრაზე რეგისტრაციას მოქალაქეები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც შეძლებენ. 


close დახურვა