logo

ვაშაძე: გახარია ჩემთან დებატებზე შიშის გამო არ მოდის

clock 9 clock 569 clock 15 ოქტ 202014:27
gzhe35f85kdyjaq.jpg

სტრატეგია აღმაშენებლის პრემიერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე ფორმულასთან საუბარში საზოგადოებრივ მაუწყებელზე მასთან დებატებში გიორგი გახარიას ნაცვლად მამუკა მდინარაძის მისვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრემიერს ეშინია და მას კითხვებზე პასუხი არ აქვს.

ვაშაძე აცხადებს, რომ ის მაინც მივა საზოგადოებრივ მაუწყებელზე და დებატებში ისევ გახარიას ელოდება.

"გახარიას ეშინია პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რაც საზოგადოებას აქვს პრემიერმინისტრთან მიმართებაში. პრემიერმინისტრთან, რომელმაც ჩააგდო კორონავირუსიდან დაწყებული ყველაფერი და თვალები დასთხარა ხალხს. მე დებატებზე მივდივარ და ველოდები გახარიას. თუ მდინარაძე მოვა, კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იქნება, რომ გახარია შიშის გამო დებატებზე ვერ მოდის", - განაცხადა ვაშაძემ.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე პარტიულ დებატებზე დღეს, 15 ოქტომბერს სტრატეგია აღმაშენებლის პრემიერმინისტრობის კანდიდატთან, გიორგი ვაშაძესთან მმართველი გუნდიდან დებატებზე გიორგი გახარიას ნაცვლად, მამუკა მდინარაძე მივა. ინფორმაცია ფორმულას ქართული ოცნების პრესსამსახურში დაუდასტურეს. როგორც ოცნებაში აცხადებენ, ეს არა კონკრეტული პირების, არამედ პარტიული დებატებია.

გახარია დებატებში ვაშაძემ გამოიწვია. 7 ოქტომბერს გახარიამ განაცხადა, რომ პარტიული დებატები შედგებოდა. პრემიერის თქმით, მას ხშირად დებატებში წასასვლელად დრო არ აქვს და პარტია გადაწყვეტდა, თუ ვინ მიიღებდა დებატებში მონაწილეობას.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა