ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ გენერალი დევი ჭანკოტაძე "ეროვნულ კამპანიაში დასჭირდებათ." დღეს ძალა ერთობაშიამ ვანი-სამტრედია-ხონი-წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წარადგინა. მანამდე კანდიდატად დევი ჭანკოტაძე მოიაზრებოდა და მისი საარჩევნო ბილბორდებიც იყო გამოფენილი.
"ე.წ. ქართული ოცნების წამყვანი სპიკერების მხრიდან უკვე გაჟღერდა, რომ 2008 წელს საქართველოს ხელისუფლება წამოეგო პროვოკაციას. პირდაპირ ვერ ბედავენ, რომ საქართველოს დაადანაშაულონ ომის დაწყებაში. ამიტომ ბატონი დევი ჭანკოტაძე ჩვენ დაგვჭირდება ეროვნულ კამპანიაში.
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ყველა რეგიონში 2008 წლის სამხედრო ტერორისტული აგრესიის მოგერიებაში დაგვეხმაროს. ბატონი დევი ჭანკოტაძე პროპორციულ საარჩევნო სიაში იქნება წარმოდგენილი", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ "გიორგი თარგამაძის ფორმულაში".