logo
ENG



ვაშაძე: ენმ მოღალატეებს გვეძახდა, ახლა არჩევნებზე კანდიდატების მხარდაჭერას ითხოვენ

08 ივნ 202115:48
3 წუთის საკითხავი
 
ვაშაძე: ენმ მოღალატეებს გვეძახდა, ახლა არჩევნებზე კანდიდატების მხარდაჭერას ითხოვენ

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ისინი, ვინც, მისი თქმით, "ქართული ოცნება აიძულა, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი მოეწერა", ენმ-მ მოღალატეებად გამოაცხადა. 

დღეს კი "განმოღალატევდნენ". 

მისივე თქმით, ენმ-ის მხრიდან ამ შეფასებების მიუხედავად, ისინი თვითმმართველობის არჩევნებზე კანდიდატების მხარდაჭერას ითხოვენ. 

ვაშაძემ ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლის შესახებ ილაპარაკა - პარტია საკანონმდებლო ორგანოში დღეს, 8 ივნისს შევიდა ისე, რომ შარლ მიშელის დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია. 

მან ენმ-ს ორსახოვანიც უწოდა. 

"მათგან [ენმ-სგან] განსხვავებით არ ვისაუბრებ არც „ტაბურეტკაზე“ და არც სავარძელზე. ვფიქრობ, ყველაფერს ნათელი მოეფინება. ვინც ქართული ოცნება ვაიძულეთ, შარლ მიშელის დოკუმენტს დათანხმებოდა, გამოგვაცხადეს მოღალატეებად. დღეს განვმოღალატევდით, ჩვენ ხომ აღარ ვართ ახლა მოღალატეები. პირიქით - მოდიან და გვეუბნებიან, თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენს კანიდატებს მხარი დაგვიჭირეთო.

ეს არის ორსახოვნება პოლიტიკაში და ამის გარჩევა თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა ისწავლოს. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებმა, 15-მა ადამიანმა დარტყმა ჩვენს თავზე ავიღეთ. იმიტომ, რომ ვიცოდით, ეს იყო სწორი გზა ქართული სახელმწიფოებრიობის და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ამის დამადასტურებელია დელეგაცია დელეგაციაზე. სხვებს რაც შეეხებათ, მათ რიტორიკა შეიცვალეს. ამას მივესალმები. იმედი მაქვს, ცვლილებებზე, რომელსაც ვარეგისტრირებთ, მხარს დაგვიჭერენ ხოლმე".- თქვა გიორგი ვაშაძემ.


close დახურვა