logo
ENG



ვაშაძე: თუ ენმ დაარღვევს შეთანხმებას, ცუდი იქნება, მაგრამ მათ კანდიდატსაც დავამარცხებ

20 აგვ 202014:02
3 წუთის საკითხავი
 

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუ ნაციონალური მოძრაობა ისანში კანდიდატს დააყენებს, ის ენმ-ის წარმომადგენელს დაამარცხებს

ვაშაძის თქმით, ის მმართველი გუნდის კანდიდატის დამარცხებასაც შეძლებს. მისივე თქმით, მას გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმება არ დაურღვევია. 

"მე ვარ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება იცავს შეთანხმებას, რაც კი ოდესმე გაგვიკეთებია. იგივე მოლოდინი მაქვს ნაციონალური მოძრაობისგან. მათ უნდა გადაწყვიტონ, იცავენ შეთანხმებას, არ იცავენ შეთანხმებას. თუ ისინი დაარღვევენ ამ შეთანხმებას, ეს ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ თუ დამიყენებენ ისანში მაჟორიტარ კანდიდატს, მე დავამარცხებ მასაც და ქართულ ოცნებასაც", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ისანში გიორგი ვაშაძის მხარდაჭერის ნაცვლად საკუთარი კანდიდატის დაყენებას განიხილავს. პარტიის ოფისში შეხვედრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ, 19 აგვისტოს, გაიმართა. ნაციონალური მოძრაობის წევრები ფორმულასთან საუბრისას არ უარყოფენ, რომ შეხვედრის თემა, სხვა საკითხებთან ერთად, ისნის ოლქში საკუთარი კანდიდატის დაყენება იყო, თუმცა, მათი თქმით, ამ დროისთვის საბოლოო გადაწვყეტილება მიღებული არ არის.  


close დახურვა