logo
ENG



ვაშაძე ანტიკრიზისულ გეგმაზე: სტრატეგიის პირველ ფაზა 14 დღიანია და დღეს წარვადგენთ

27 მარ 202011:25
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკური პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე მთავრობის ქმედებებს აკრიტიკებს. მისი თქმით, ხელისუფლებას კრიზისთან ბრძოლის სტრატეგია არ აქვს. სწორედ ამიტომ ის ხელისუფლებას საკუთარ გეგმას სთავაზობს. სტრატეგიის პირველი ფაზის პრეზენტაცია დღეს 12 საათზეა დანიშნული და ის მხოლოდ ჯანდაცვის საკითხებს შეეხება.

"სტრატეგია არ გვაქვს, გეგმა არ გვაქვს, კრიზისს როგორ ვერბრძვით არ ვიცით, ამიტომ დღეს წარვადგენთ ანტიკრიზისულ გეგმას, რაც ფუნდამენტურად განსხვავდება იმ შინაარსისგან, რაც დღეს საქართველოშია. ჩვენ უნდა დავამშვიდოთ მოსახლეობა, მოვხსნათ პანიკა და დარწმუნებული ვარ მალე შეგვიძლია დავამარცხოთ ვირუსი. სწორედ ამ სტრატეგიის პირველ ფაზას, რომელიც 14 დღიანია, წარვადგენთ და ის გაწერილია დღეების მიხედვით, რათა საბოლოოდ მივიდეთ კონკრეტულ შედეგამდე",-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


close დახურვა