logo
ENG



ვაშაძე გაერთიანებულ ოპოზიციას თბილისში საერთო კანდიდატებზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს

04 ივნ 202012:49
3 წუთის საკითხავი
clock 249

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე გაერთიანებულ ოპოზიციას თბილისში საერთო კანდიდატებზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, ეს საუკეთესო გზაა „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად.

საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა შეთანხმებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

„რვა წლის მანძილზე „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი ყოველთვის აღწევდა შედეგს სწორედ ოპოზიციის დაქსაქსულობით და ერთმანეთზე დაპირისპირებით. ამიტომ ერთადერთი გზა რაც ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ეს არის ერთიანობა, კონსოლიდაცია, თანამშრომლობა და მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ კოლეგას, უნდა ვითანამშრომლოთ მაჟორიტარული თვალსაზრისით აუცილებლად. განსაკუთრებით თბილისში უნდა გვყავდეს ერთიანი მაჟორიტარები. მივიღოთ საერთო ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


close დახურვა