logo
ENG



ვაშაძე ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურაზე: სავარაუდოდ, მხარს დავუჭერ

10 აგვ 202015:11
3 წუთის საკითხავი
 
va9to1su9048q83.png

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "ფორმულასთან" საუბარში განაცხადა, რომ დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარად "გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

ვაშაძის თქმით, პროდასავლურ ძალებს მისგან სრული მხარდაჭერა აქვს.

"სავარაუდოდ კი, ამაზე საერთო ფორმატში ვიმსჯელებთ. ზოგადად, პროდასავლურ ძალებს ჩემგან სრული მხარდაჭერა აქვთ", - აცხადებს ვაშაძე.

პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის, - ამის შესახებ ჯაფარიძემ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.  მისივე თქმით, გადაწყვეტილება ვაკეში ევროპული საქართველოს წევრის, ელენე ხოშტარიას მხარდაჭერასთან დაკავშირებით უცვლელია.

ცნობისთვის, ქართული ოცნებიდან დიდუბე-ჩუღურეთში კენჭს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი იყრის. 

ოპოზიციამ თბილისის 8 ოლქიდან 6-ში საკუთარი, შეჯერებული კანდიდატი წარადგინა, ხოლო 2 ოლქი ჯერ კიდევ ვაკანტურია, მათ შორის არის დიდუბე-ჩუღურეთიც. 

 

 

 


close დახურვა