logo
ENG



ვაშაძე საზმაუს: მოსთხოვეთ ხელისუფლებას, თქვენს ეთერში დებატებზე მოვიდნენ

28 სექ 202013:42
3 წუთის საკითხავი
clock 468
ვაშაძე საზმაუს: მოსთხოვეთ ხელისუფლებას, თქვენს ეთერში დებატებზე მოვიდნენ

სტრატეგია აღმაშენებლის პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების დაკვეთას არ ასრულებს და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას არ უწყობს ხელს.

ვაშაძე საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართავს და მოუწოდებს, საზმაუმ ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსთხოვოს დებატებში მისვლა.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების დაკვეთას ვერ ასრულებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი არ იღებს მონაწილეობას დემოკრატიული პროცესების განვითარებაში, არ იღებს მონაწილეობას აღმშენებლობის პროცესში. ამ შინაარსით საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა იყოს. მოითხოვეთ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პრემიერობის კანდიდატებს შორის დებატები. საზმაუმ, როგორც ჩვენი ჯიბიდან დაფინანსებულმა მაუწყებელმა, მოსთხოვეთ ხელისუფლებას თქვენთან დებატებში მოვიდნენ", - განაცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვაშაძე აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებს შორის დებატები უნდა იყოს რეიტინგების მიხედვით და არა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.


close დახურვა