logo
ENG



ვაშინგტონში კონგრესის შენობასთან ბომბის აფეთქების საფრთხის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

19 აგვ 202122:09
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/19/8p8m3roar1ao6aw.jpg
Reuters

ვაშინგტონში სამართალდამცველებმა კონგრესის შენობის მიმდებარედ ადამიანების ევაკუაცია განახორციელეს - მიზეზი ბომბის აფეთქების საფრთხეა.

პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ საეჭვო ავტომობილის მძღოლთან. სატრანსპორტო საშუალება კონგრესის ბიბლიოთეკასთან იყო გაჩერებული.

კაცმა მანქანა ტროტუარზე გააჩერა და უთხრა ოფიცერს, რომელიც მას მიუახლოვდა, რომ მას ჰქონდა ბომბი, ხოლო ხელში, სავარაუდოდ, დეტონატორი ეჭირა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კაპიტოლის პოლიციის უფროსმა ტომას მანგერმა განუცხადა პრესკონფერენციაზე.

„ჩემი მომლაპარაკებლები მუშაობენ, რომ მშვიდობიანი გამოსავალი იქნას ნაპოვნი", - თქვა მან.

პოლიციელების თქმით, მძღოლის მოტივები ამ დრომდე უცნობია.


close დახურვა