ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარია. ცეცხლი ტყით დაფარულ ზონაში, მრავალწლოვან ხეებს უკიდია.
ნაკრძალის ხელმძღვანელობის ვაჟა ჩერქეზიშვილის თქმით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ცეცხლის კერა მთიან რელიეფზეა, რის გამოც, სპეციალური ტექნიკით ადგილამდე მისვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
"ერთ საათის წინ მოიღრუბლა, მოულოდნელად დაიგრუხუნა და სავარაუდოდ ხეს მეხი დაეცა. ამის შემდეგ კვამლი შევნიშნეთ. რამდენ ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული ჯერ არ ვიცით, მივდივართ ფეხით, რელიეფი რთულია, სამ კილომეტრზე მეტი გზა გვაქვს გასავლელი", - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.
როგორც ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შესაბამის რეაგირებას ახდენენ.