როსტოვის ოლქის ქალაქ პროლეტარსკში მეხუთე დღეა ხანძარია. 18 აგვისტოს უკრაინულმა დრონებმა როსტოვის ნავთობბაზას შეუტიეს, დღეს კი შეტევა ისევ განმეორდა.
რუსეთის ხელისუფლებამ პროპაგანდისტულ და სამთავრობო მედია TASS-ს განუცხადა, რომ 20 აგვისტოს მდგომარეობით, ხანძრის ფართობი 100 000 კვადრატული მეტრი იყო.
5 დღის განმავლობაში ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება.
პირველი შეტევა როსტოვის ნავთობბაზაზე 18 აგვისტოს განხორციელდა.