შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, უწყების აკადემიაში რამდენიმე ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტი გახსნა. მათ შორისაა, სასროლეთი, სპეციალური ოპერაციების პრაქტიკული მეცადინეობისთვის განსაზღვრული იმიტირებული საცხოვრებელი ნაგებობა და ფიზიკური მომზადების სივრცე.
ახალი სასროლეთი, თავისი მასშტაბებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მომავალი პოლიციელების საცეცხლე და ტაქტიკურ მომზადებას უფრო ეფექტიანს გახდის.
საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში, ასევე განახლდა საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც 97 მსმენელზეა გათვლილი.