logo
ENG



ვდგავარ არჩევნის წინაშე - ვიცხოვრო რუსეთის გუბერნიაში, ან ემიგრაციაში - დიღმელაშვილი

20 ივნ 202020:06
3 წუთის საკითხავი
 

მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2019 წლის 20 ივნისის აქციაზე ადამიანებმა გაიღეს ყველაზე ძვირფასი მათთვის - თვალის ჩინი, ჯანმრთელობა.

შოთა დიღმელაშვილმა ისაუბრა კობა ლეთოდიანის მაგალითზე, რომელმაც ერთი თვალი დაკარგა აფხაზეთის ომში, მეორე კი რუსთაველზე.

სირცხვილიას“ ორგანიზატორმა, ასევე, ისაუბრა ქვეყნის დასავლური არჩევნის შესახებ და განაცხადა, რომ დასავლურ კურსთან „ქართული ოცნება“ შეუთავსებელია.

„კობა ლეთოდიანმა ერთი თვალი დაკარგა აფხაზეთში, მეორე რუსთაველზე. ამბობდა ლეთოდიანი, ვიცოდი რომ იქ, აფხაზეთში მტერს ვებრძოდიო. 20 ივნისს კი ჩემიანი გამოვიდა და დავინახე, რომ ვიღაც მიმიზნებდა, მაგის შემდეგ ნათურები ჩაქრაო.

გუშინ შემეძინა შვილი და ვდგავარ არჩევნის წინაშე - ვიცხოვრო რუსეთის გუბერნიაში, ან ვიცხოვრო ემიგრაციაში. არ მინდა ამ არჩევანის გაკეთება. ამიტომ ვიდგები აქ, სანამ არ განვამტკიცებ დასავლურ გეზს. ეს არის ღირებულებითი კავშირი, რომელთანაც ოცნება შეუთავსებელია", - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.


close დახურვა