logo
ENG



ველოდებით რომ აღუდგება მანდატი - საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი გაიმართება

19 თებ 202008:27
3 წუთის საკითხავი
 

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესია დანიშნული. საქმე 20 ივნისს, აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ეხება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე მტკიცებულებებს წარადგენს. დაიკითხებიან ის პოლიციელები, რომლებიც „გავრილოვის სისხლიან ღამეს" პარლამენტის წინ იმყოფებოდნენ.

ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის თქმით, პროცესის პარალელურად ყოველდღიურ რეჟიმში ელოდებიან საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებას, რადგანაც ეს გადაწყვეტილება არსებითად იმოქმედებს 20 ივნისის საქმის განაჩენზე. 

"ველოდებით საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას, რადგან აღნიშნული პირდაპირ უკავშირდება მისთვის უკანონოდ შეზღუდულ უფლებებს. მოლოდინი გვაქვს, რომ გაუქმდება პარლამენტის დადგენილება და მელიას აღუდგება მანდატი",-აღნინავს კონდახიშვილი. 


close დახურვა