ვენეციაში კარნავალი თეატრალიზებული აღლუმით გაიხსნა. ღონისძიება არხი კანარეჯოს ნაპირას მოწყო. წარმოდგენაში აკრობატები და მსახიობები მონაწილეობდნენ. დღესასწაულზე დასასწრებად ვენეციაში ასობით ათას ტურისტს ელიან.
ქალაქის მერიის გათვლით, საკარნავალო დღეებში ქალაქი სტიქიისგან მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას შეძლებს.
კარნავალის ფარგლებში ვენეციაში წელს სულ 150 ღონისძიება გაიმართება. წლევანდელი დღესასწაულის თემები თამაშები სიყვარული და სიგიჟეა.
ზეიმი ვენეციაში 25 თებერვლამდე გაგრძელდება.