logo
ENG



ვერეშჩუკი: დღეს მარიუპოლიდან ჰუმანიტარული კორიდორი გაიხსნება

20 აპრ 202210:48
3 წუთის საკითხავი
 
ვერეშჩუკი: დღეს მარიუპოლიდან ჰუმანიტარული კორიდორი გაიხსნება

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, დღეს ალყაში მოქცეული ქალაქიდან, მარიუპოლიდან ჰუმანიტარული კორიდორი გაიხსნება.

მისივე ცნობით, კოლონა იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: მარიუპოლი-მანგუში-ბერდიანსკი-ტოკმაკი-ორიხოვი-ზაპოროჟიე.

ვერეშჩუკმა აღნიშნა ისიც, რომ უსაფრთხოების მხრივ ძალიან მძიმე სიტუაციის გათვალისწინებით, შეიძლება ჰუმანიტარული დერეფნის გატარების დროს რაიმე შეიცვალოს.

"ჩვენ მოვახერხეთ წინასწარ შეთანხმება ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ ქალების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის...

გთხოვთ, მიჰყევით შესაბამის ოფიციალურ განცხადებებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყველაფემა გამართულად იმუშაოს", - განაცხადა ვერეშჩუკმა.

ქალაქის მერმა განაცხადა, რომ 90 ავტობუსს გაგზავნიან 6000 ქალის, ბავშვისა და მოხუცის ევაკუაციისთვის.

მისივე თქმით, დაახლოებით, 100 000 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება მარიუპოლში.


close დახურვა