უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, მარიუპოლიდან ევაკუაცია აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში დარჩენილ პირებზე იქნება ფოკუსირებული.
“დღეს ჩვენ ზუსტად აზოვსტალზე ვკონცენტრირდებით,” - განაცხადა უკრაინის ვიცეპრემიერმა.
გუშინ ვერეშჩუკმა თქვა, რომ ევაკუაცია მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში განხორციელდებოდა, მოსახლეობა კი პარასკევს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე, ქალაქის პორტ სიტის სავაჭრო ცენტრთან უნდა შეკრებილიყო.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა ევაკუაციას კომპლექსური ოპერაცია უწოდა და თქვა, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს ყველა მშვიდობიანი მოქალაქისა და სამხედროების გადასარჩენად.