logo
ENG



ვიდეო: ბელგოროდში მობილიზებული რუსი სამხედროები არადამიანურ პირობებს აპროტესტებენ

06 ოქტ 202212:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/06/ap167iulh2sevms.jpeg

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები, რომელშიც მობილიზებული რუსი სამხედროები რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის არაადამიანურ პირობებს აპროტესტებენ. ვიდეოები 5 ოქტომბრის საღამოს გამოჩნდა.

პირველად გავრცელდა ვიდეო, რომელში ათეულობით შეიარაღებული სამხედრო ჩანს. გადამღები პირი ამაბობს, რომ ისინი ბელგოროდში მატარებლიდან ჩამოვიდნენ. მობილიზებულები ჩივიან, რომ არც ერთ ათეულში არ არიან ჩარიცხულები, არ იციან საით მიდიან და ჭამენ იმას, რასაც თვითონ ყიდულობენ და საკუთარ თავს დიდწილად თვითონ ინახავენ.

ინტერნეტით მსგავსი შინაარსის რამდენიმე ვიდეო გავრცელდა.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი მარკ კრუტოვი ამბობს, რომ პირველი ვიდეო ჩაწერა მობილიზებულმა სამხედრომ - სერგეი სურკოვმა. მას მანამდეც ჰქონდა გავრცელებული ვიდეოები მობილიზებულების რთულ პირობებზე. 

RIA Novosty-ს წყარომ დასავლეთის სამხედრო ოლქში ფაქტობრივად დაადასტურა, რომ გამოქვეყნებულ ვიდეოზე მობილიზებულები არიან, რომლებიც ბელგოროდის ოლქში იმყოფებიან. შტაბში განმარტავენ, რომ ეშელონი სამხედროებით სპეცოპერაციის რაიონში არ გაგზავნილა.


close დახურვა