logo
ENG



ვიზ-ეარი ქუთაისიდან ფრენებს 19 მიმართულებით აუქმებს

09 ივნ 202008:29
3 წუთის საკითხავი
 

ავიაკომპანია  „ვიზ-ეარი“ ქუთაისიდან ფრენებს 19 მიმართულებით აუქმებს. გამოცემა ,,ევიეიშენ 24''-ი,  წყაროზე დაყრდნობით  იუწყება, რომ  კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, კომპანიამ ორამდე შეამცირა ქუთაისში თვითმფრინავების რაოდენობა.   

შედეგად შეჩერდება ან საერთოდ გაუქმდება საერთო ჯამში 19 მიმართულება.  გაუქმებული მარშრუტების ჩამონათვალში შედის ნიცა, სტოკჰოლმი, ვენეცია, ნეაპოლი, კიოლნი, ბარსელონა, ბარი, პარიზი ბრიუსელი და სხვა ევროპული ქალაქები. კომპანია „ვიზ-ეარს“  ოფიციალური განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისი გამონაკლისი არ არის, რადგან უნგრული ავიაკომპანია თვითმფრინავების რაოდენობას აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში  ამცირებს.


close დახურვა