უკრაინაში იმყოფება ნაციონალურ მოძრაობა. უკრაინელი ხალხისა და ხელისუფლების მხარდაჭერა დეპუტატების ვიზიტის მთავარი მიზანია. დელეგაცია ჩავიდა ბუჩაში, სადაც ომის სასტიკი დანაშაული საკუთარი თვალით ნახეს. ამ დრომდე პუტინი სამოქალაქო ობიექტებზე შეტევას არ წყვეტს, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შემდეგ, დღეს იერიში ოკუპანტებმა საავადმყოფოზე მიიტანეს, განადგურებულია ჩვილ ბავშვთა ბლოკი. იზრდება დნიპროში მსხვერპლთა რაოდენობა.