გასულ კვირას ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარემ, რომლისგანაც ყველაფერს ველოდებით - თავი ბოლომდე წაიქცია. თავს დაესხა ჟურნალისტს იმიტომ რომ მისი კითხვა არ მოეწონა. კითხვა ირაკლი კობახიძის მამას შეეხებოდა, პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატს, ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის წევრს - გია კობახიძეს, რომელზეც წინა დღეს უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ ისაუბრა და თქვა, რომ გია კობახიძე კაგებეს აგენტი იყო. ცხადია კითხვები, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ისინი - უნდა დაისვას. დიდი ქონების პატრონი, მმართველი პარტიის თავმჯდომარის მამა, საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე საქართველოს სახალხო პარტიის წევრი - გიორგი კობახიძე.
ვინ არის ირაკლი კობახიძის მამა - შაბათის ფორმულა
30 ივლ 202220:35
3 წუთის საკითხავი