logo
ENG



ვინ როგორ იცავს დაწესებულ რეგულაციებს

10 აგვ 202120:00
3 წუთის საკითხავი
 

კოვიდის მასშტაბურად გავრცელების ფონზე წესები მასობრივად ირღვევა. დახურულ სივრცეებში ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით მოქალაქეებს პირბადის გარეშე. მათ შორის ტრანსპორტშიც. დაუცველია სოციალური დისტანციაც. კონტროლის მექანიზმი მოშლილია. ხელისუფლება, რომელიც ხალხს მაგალითს უნდა აძლევდეს, მხოლოდ სიტყვით შემოიფარგლება. საქმით კი ხალხმრავალ ღონისძიებებზე უარს არ ამბობს. ამის მკაფიო მაგალითია განათლების მინისტრის გადაწყვეტილება - მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, დღეს თელავის თეატრში მაინც ჩატარდა თემურ წიკლაურისადმი მიძღვნილი საღამო. არადა მომღერალი თავად დაიღუპა კორონავირუსით. დღეს ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა დედაქალაქის ქუჩებში შეამოწმა, მოქალაქეების დამოკიდებულება რეგულაციების მიმართ. 


close დახურვა