სანდოობა ნულის ტოლი - ესაა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ცენტრ ემპათიის დასკვნასთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზებს ქართულმა ოცნებამ გარკვეული ტიპის გადახრები უწოდა.
მმართველი პარტია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ქვეყნის არევის სურვილით ხსნის. ოპოზიციას კი მიაჩნია, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ დაუყოვნებლივ გადაყვანა. ექსპერტიზის შედეგებს პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლებსაც გააცნობენ.