ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებები ანაკლიის კონსორციუმმა კონკრეტული პუნქტებით და ფაქტებით გააბათილა. ყოფილი ინვესტორი, რომელიც ახლა ივანიშვილის მთავრობას არბიტრაჟში უჩივის, დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების იდეა წარუმატებელი იქნება. 51 პროცენტი სახელმწიფოს, 49 ინვესტორს, ასეთია ოცნების გეგმა, რომელშიც არ არის გამორიცხული, რუსული ინტერესებიც გამოჩნდეს, იმ ფონზე, როცა ანაკლიის მიმართ ინტერესი ევტუშენკოვითან დაახლოებულმა ხიდაშელმა გამოთქვა. პროექტი პუტინმა შეაჩერა, ამბობენ ადგილობრივები ანაკლიაში, სადაც ასევე კარგად ახსოვთ ქვეყნის არაფორმალური მმართველის სიტყვები, რომელიც მამუკა ხაზარაძემ გაასაჯაროვა - "რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში".
ვის (არ) სჯერა ღარიბაშვილის პირობის ანაკლიის პორტთან დაკავშირებით
13 დეკ 202220:05
3 წუთის საკითხავი