logo
ENG



ვმუშაობთ სესხების საგარანტიო მექანიზმის შექმნაზე, ბიზნესს უნდა დავეხმაროთ - მაია ცქიტიშვილი

03 აპრ 202012:58
3 წუთის საკითხავი
clock 581

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება პოსტკრიზისული გეგმის ჩამოყალიბებაზე მსჯელობს. 

ცქიტიშვილის თქმით, გეგმა იქნება შემუშავებული ისე, რომ პანდემიის დამარცხების შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. როგორც მინისტრმა განმარტა, შემუშავებული იქნება ისეთი სისტემა, რომ კომპანიებმა ბანკებიდან სესხის აღების შემთხვევაში ხელისუფლების მხარდაჭერით ისარგებლონ. 

"პირველი ამოცანა არის სამუშაო ადგილების შენარჩუნება და არსებული ბიზნესსაქმიანობის შენარჩუნება, მეორე ნაწილი ემსახურებოდა მოქალაქეთა დახმარებას ამ რთულ პერიოდში. მას შემდეგ რაც ჩვენ ნელ-ნელა დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, ქართულ ბიზნესს უნდა შევთავაზოთ ისეთი ინსტრუმენტები, რომ კონკურენტუნარიანი იყოს. ვმუშაობთ სხვადასხვა ბიზნესთან, რომ მათზე მორგებული მექანიზმები შევთავაზოთ. ერთი-ერთი ასეთი ინსტრუმენტი არის სესხების საგარანტიო მექანიზმის შექმნა. ამ პროდუქტზე ვმუშაობთ ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან. საგარანტიო მექანიზმი ორიენტირებულია 2 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის გადაზღვევაზე. სხვადასხვა დარგებისთვის იქნება შემუშავებული სხვადასხვა პაკეტები, რომლებიც ბიზნესს მისცემს საშუალებას ახალი სესხების აღების შემთხვევაში ისარგებლონ მთავრობის მხარდაჭერით. ჩვენი უმთავრესი ამოცანა იქნება პოსტ კრიზისულ პერიოდში კვლავ დაუდგეთ გვერდში ქართულ ბიზნესს", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 


close დახურვა