ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
ზელენსკის ცნობით, სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებებს გამართავს.
„პარტნიორობის გაძლიერებისთვის ვმუშაობთ, რათა ადამიანების სიცოცხლის რეალური დაცვა უზრუნველვყოთ, სტაბილურობას ხელი შევუწყოთ და როგორც ჩვენს ევროპაში, ისე ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. ერთობლივ ძალისხმევას ყოველთვის საუკეთესო შედეგი მოაქვს“, - წერს ზელენსკი.
ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი შეხვედება მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს.
ცნობისთვის, ერთი დღით ადრე სატელეფონი საუბარი შედგა თურქეთის ლიდერსა და პუტინს შორის. კრემლის განცხადებით, სატელეფონო საუბრის ინიციატორი თურქული მხარე, ხოლო მთავარი თემა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი იყო.
