უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ირანში მიმდინარე პროცესებზე საუბრიასას თქვა, რომ ირანის რეჟიმს კიდევ მეტი ზიანის მიყენება შეუძლია.
მან აღნიშნა, რომ ირანის რეჟიმი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს.
"ახლა მიუნხენის და სხვა ქალაქების ქუჩებში,ხალხი ირანელი ადამიანების მხარდაჭერას ითხოვს თავისუფლების მოპოვებაში და ჩვენ ეს ვნახეთ. უკრაინა ირანთან საზღვარს არ იზიარებს და ირანულ რეჟიმთან არასდროს გაგვიზიარებია ინტერესთა კონფლიქტი, მაგრამ ირანული შაჰიდის დრონები, რომლებიც მათ რუსეთს მიჰყიდეს, ჩვენს უკრაინელ ხალხს კლავს და ჩვენს ინფრასტრუქტურას ანადგურებს. ირანის რეჟიმმა უკვე გააკეთა და კიდევ შეუძლია მეტი ზიანის მიყენება, ვიდრე ბევრ სხვა რეჟიმს შეეძლო ამ საუკუნეში და ეს რეჟიმი კვლავ არსებობს. [...] დღეს ირანელ ხალხს სჭირდება ის, რაც უკრაინელ ხალხს სჭირდებოდა 24 თებერვალს, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ერთობა, ძალისხმევა და სისწრაფე.რა თქმა უნდა, სისწრაფე, სისწრაფე მხარდაჭერაში. ირანის მსგავს რეჟიმს დრო არ უნდა მიეცეს, როდესაც მათ აქვთ დრო, მხოლოდ მეტს კლავენ. ისინი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდნენ და ზუსტად ეს უნდა მომხდარიყო აიათოლასთან, მისი რეჟიმის მიერ წამოწყებული ყველა ომისა და სიცოცხლის შეწირვის შემდეგ, ასევე, პუტინთანაც , საქართველოში ომის, სირიის 2014 წლის ომისა და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ" - თქვა ზელენსკიმ.
