logo
ENG



ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთში ჩავიდა

03 მაი 202314:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/03/ru506529kao8g8c.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთში ჩავიდა, სადაც სკანდინავიის ქვეყნების ლიდერებთან ომის მიმდინარეობასა და უკრაინისთვის მათ დახმარებას განიხილავს.

"სამიტის თემაა რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის მუდმივი მხარდაჭერა სკანდინავიური ქვეყნების მხრიდან, უკრაინის ურთიერთობები ევროკავშირთან და NATO-სთან და უკრაინის ინიციატივა სამართლიანი სამყაროსთვის."- ნათქვამია შვედეთის მთავრობის განცხადებაში.

ზელენსკი ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოს, ასევე შვედეთის, ნორვეგიის, დანიისა და ისლანდიის პრემიერ მინისტრებს შეხვდება.


close დახურვა